← ყველა ვაკანსია

კონსულტანტი - რუსთავი

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს: რას გთავაზობთ? მაღალი ანაზღაურება;კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; ჯანსაღი სამუშაო გარემო;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300-1500 ლარი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება, 09:40-18:40 ან 13:00-22:00);დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;სამუშაო ადგილი - ქ. რუსთავი. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ: მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;პროდუქციის გაყიდვა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →