დამწყები აუდიტორი
აუდიტორული კომპანია TaxInfo · თბილისი
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა; დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა);ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა);ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა);რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა). მოვალეობები:ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი. ჩვენ გთავაზობთ:პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;საუკეთესო სამუშაო პირობებს;უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში; დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია.სამუშაოს ტიპი: სრული;სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე)სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი,10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. შერჩევის პროცედურა:1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com პერსონალურ მონაცემთა დაცვა:პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.