ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი
აუდიტორული კომპანია TaxInfo · თბილისი
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.
სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;ფასს სტანდარტების ცოდნა;საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა;რუსული ენის ცოდნა.
მოვალეობები:
ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;საუკეთესო სამუშაო პირობებს;უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში;სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობასდეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად;
სამუშაოს ტიპი: სრული;
სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი,
10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.