ბუღალტრის ასისტენტი
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი · ქუთაისი
შპს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტრის ასისტენტი (სალაროს ოპერაციები)
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ჩვენს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ბუღალტრის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სალაროს ოპერაციების ყოველდღიურ მართვასა და ბუღალტრული პროცესების მხარდაჭერაში.
ძირითადი მოვალეობები:
სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;სალარო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და სისტემატიზაცია;პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება და დამუშავება;ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი;ბუღალტრის მხარდაჭერა მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში;ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა განიხილებიან მოტივირებული დამწყები კანდიდატებიც;MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;პრაქტიკული გამოცდილების მიღებას საბუღალტრო მიმართულებით;ანაზღაურება: 1,500 ლარი (დარიცხვით).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: salomeshebgeli@gmail.com
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: „ბუღალტრის ასისტენტი"