მორიგე რეგისტრატორი
ჟორდანიას კლინიკა · თბილისი
შპს „ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.
ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა)
ანაზღაურება: ნამუშევარი საათების მიხედვით
ძირითადი ფუნქციები:პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eMVvUTz