← ყველა ვაკანსია

ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი

SMOTORS · თბილისი

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული. კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა: გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით.პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება; საკვალიფკაციო მოთხოვნები: სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას ;სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →