ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელი
ორბი ჯგუფი თბილისი · თბილისი
შპს “ორბი ჯგუფი თბილისი” ეძებს ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს ელექტროობის გუნდს და უზრუნველყოფს სამუშაოების ეფექტურ ორგანიზებას, ხარისხიან და დროულ შესრულებას, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი (სამშენებლო ობიექტი)
ძირითადი მოვალეობები:
ელექტროობის გუნდის მართვა და ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება;გუნდის წევრებს შორის სამუშაოების განაწილება მათი გამოცდილებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით;სამუშაო პროცესისა და გუნდის პროდუქტიულობის მონიტორინგი;ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;დამტკიცებული ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროექტის სპეციფიკაციების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;სამუშაოების დაწყებამდე საჭირო მასალების, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და სხვა რესურსების განსაზღვრა;სასაწყობო გუნდთან მასალების მიღებისა და გაცემის პროცესის კოორდინაცია;შესრულებული სამუშაოების ხარისხის პირველადი კონტროლი და გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;სხვა სამშენებლო მიმართულებებთან სამუშაო პროცესების კოორდინაცია;სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი;ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება, მათ შორის ყოველთვიური IPC-ის მომზადება;ელექტროენერგიის გათიშვის, ელექტრო ხარვეზებისა და სხვა ავარიული შემთხვევების დროს დროული რეაგირების უზრუნველყოფა;ელექტროობის გუნდის 24/7 ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის უზრუნველყოფა, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე;თანამშრომლებისთვის საჭირო PPE-ის ხელმისაწვდომობისა და სათანადო გამოყენების კონტროლი;გუნდის მიერ HSE-ის მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაო ძალისა და რესურსების მობილიზების კოორდინაცია;თანამშრომელთა შვებულებების დაგეგმვა და კოორდინაცია პროექტის სამუშაო გრაფიკისა და პერსონალის საჭიროებების გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ელექტროობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და ზედამხედველობის გამოცდილება;ელექტრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;ელექტროობის გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად განაწილების გამოცდილება;ელექტრომასალების, ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის დაგეგმვისა და კონტროლის ცოდნა;HSE მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: mjapharidze@orbi.net