ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი
ნავთობკომპანია ქონექთი · გორი
Connect/ქონექთი — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 150-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.
Connect/ქონექთი აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე ქვემო ქართლის რეგიონში.
პირობები:
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი;სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული;ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
ფუნქცია-მოვალეობები:
ავტოგასამართი სადგურის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგიცვლების მართვა და ფინანსური ოპერაციების კონტროლინავთობპროდუქტების მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფასალაროსა და ტერმინალების გამართული მუშაობის უზრუნველყოფაინფრასტრუქტურისა და ტექნიკური პროცესების კონტროლითანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მართვა და მოტივირებადისციპლინისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფაშრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესრულების კონტროლისაგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლებასასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზეუპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვებისა და ნავთობის ინდუსტრიაში გამოცდილებასგუნდის მართვის გამოცდილებაMS Office-ის საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი ქართული ნავთობკომპანიის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის და ქალაქის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!