← ყველა ვაკანსია

სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

მედეგი სთილ · თბილისი

კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება;არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება;კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება;პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით;შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურება – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო. თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.

განაცხადის გაგზავნა →

მედეგი სთილ — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →