← ყველა ვაკანსია

ავტოექსპერტი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი · თბილისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოექსპერტის თანამდებობაზე. სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება;ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა;სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებთან შეთანხმება;მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება;მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად ავტომობილისთვის საჭირო ღონისძიებების სრულად დაგეგმვა და განხორციელება;სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი) ჩაითვლება უპირატესობად;ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HyFyew4c დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

განაცხადის გაგზავნა →