Head of Business Unit
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19), სისტემატურად - თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
ბიზნეს ერთეულში შემავალი მაღაზიების ოპერაციული და სტრატეგიული მართვა, მომგებიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების ჩამოყალიბება და განხორციელება, ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი, გუნდის მართვა და მომსახურების სტანდარტიზაცია.
პორთფელში არსებული მაღაზიების ფინანსური შედეგების (P&L) ოპტიმიზაცია და კონტროლი;ერთეულში შემავალი მაღაზიების განვითარებისა და გაყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირება, იმპლემენტაცია და მონიტორინგი;მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება;პორთფელში შემავალი მაღაზიების ბიუჯეტირება და მისი მონიტორინგი;ოპერაციული პროცესების შეფასება და მათი ოპტიმიზაცია;მარკეტინგული აქტივიბების კოორდინაცია გაყიდვების სტრატეგიასთან;მაღაზიებში ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;მაღაზიების გუნდის მხარდაჭერა მათი პროფესიული და ოპერატიული განვითარების კუთხით.
შენგან კი დაგვჭირდება:
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში, მათ შორის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ/სტრატეგიულ პოზიციაზე;უპირატესად ჩაითვლება ფეშენ რითეილის სპეციფიკის კარგი ცოდნა (პროდუქტი, ვიზუალური მერჩენდაიზინგი, მომხმარებლის ქცევა);უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);ფინანსური და საოპერაციო ანგარიშგებების წაკითხვის და ანალიზის უნარი;გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება;გუნდის მართვის და ლიდერული უნარების მაღალ დონეზე ფლობა;ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;MS Excel-ისა და რეპორტინგ სისტემების კარგად ცოდნა;სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროულად რეაგირების უნარი;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; პროექტის მართვისთვის საჭირო უნარები.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!