უმცროსი ბუღალტერი
ქანდა აგრიქალჩერ
კომპანია "ქანდა აგრიქალჩერი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
** ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე;
ძირითადი ფუნქციები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
** საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
** ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
** შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა;
** ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი;
** ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო.
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
** 1C - კარგად ცოდნა;
** ORIS Accounting-ის კარგად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი;
** ორგანიზებულობა — დოკუმენტების, ვადებისა და ფინანსური ოპერაციების სწორად მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება — მონაცემების გაანალიზება და ფინანსური საკითხების ლოგიკურად შეფასება;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი — განსაკუთრებით ანგარიშგების, აუდიტისა და საგადასახადო პერიოდების დროს;
** კომუნიკაბელურობა — კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, აუდიტორებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა — სამუშაო პროცესისა და დადგენილი ვადების დაცვა;
** განვითარების სურვილი — საბუღალტრო და საგადასახადო წესების ცვლილებების მუდმივად გაცნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@kanda.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.