← ყველა ვაკანსია

მიმტანი

იტალიური რესტორანი რენე

იტალიური რესტორანი "რენე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიცაზე. ჩვენ ვეძებთ ჩვენი გუნდისთვის ენერგიულ, პოზიტიურ და შრომისმოყვარე წევრებს. გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებელია როგორც 5/2-ზე, ასევე 2/2-ზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრის დახვედრა. ** სერვისის მაღალი სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება. ** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა. ** მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება. ** მყუდრო და მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი. ** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმართან. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა. ** 2 წელზე მეტი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად. ** ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ხელფასს. ** კვებით უზრუნველყოფას. ** ღამის ცვლის შემდეგ სახლში ტაქსით გაშვებას. ** მეგობრული და კომფორტული გარემოს. ** პროფესიული განვითარებას. ** ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე. დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@renetbilisi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →