Consultant - Outlet village
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე აუთლეთ სოფელში.თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს:
რას გთავაზობთ?
მაღალი ანაზღაურება;კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; ჯანსაღი სამუშაო გარემო;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება - ფიქსირებული 950 ლარი + ყოველთვიური ბონუსი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება, სამუშაო საათები - 11:00-20:00 სთ);დასვენების დღეები - კვირაში 3 დღე;სამუშაო ადგილი - აუთლეთ სოფელი.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:
მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;პროდუქციის გაყიდვა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!