← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

კანო · რუსთავი

კომპანია "კანო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში. კომპანია "კანო" 1984 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. დაარსების დღიდან ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულყოფილ პროცესებს. კომპანია "კანოს" ზრდა და ორმოცწლიანი სტაბილურობა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სტაბილურ ანაზღაურებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება; ** დადგენილი საჭიროების მიხედვით პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების ციკლის ზედამხედველობა, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე; ** შესაძენი მასალების ბაზრის კვლევა და ფასების ანალიზი გონივრული შესყიდვების განხორციელებისთვის; ** შესყიდვებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პროცედურების მართვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა; ** არსებული მარაგების კონტროლი საწყობის ხელმძღვანელთან ერთად; ** ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; ** უპირატესობა მიენიჭება შესყიდვების მიმართულებით სამშენებლო/საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილებას; ** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული); ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის N5. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Natia.khachidze@kano.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →