← ყველა ვაკანსია

ხარჯთაღმრიცხველი

Costp.ge

"Costp.ge" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონოლითური, არქიტექტურული და საინჟინრო სამუშაოების სრული და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება. თანამშრომლობა იქნება დისტანციური, პროექტზე დაფუძნებული, ხოლო ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული პროექტის მოცულობისა და სირთულის მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** საპროექტო ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილად დამუშავება; ** მონოლითური, არქიტექტურული და საინჟინრო სამუშაოების მოცულობების დათვლა; ** დეტალური, რესურსული და კრებსითი ხარჯთაღრიცხვების შედგენა; ** სამუშაოების, მასალების, შრომითი რესურსების, მექანიზმებისა და სხვა დანახარჯების გაანგარიშება; ** ერთეულ ფასებში შემავალი რესურსებისა და დანახარჯების სწორად განსაზღვრა; ** მიმდინარე საბაზრო ფასების მოძიება, შედარება და ხარჯთაღრიცხვაში ასახვა; ** კომერციული წინადადებებისა და ბიუჯეტების მომზადება; ** პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ხარჯთაღრიცხვის განახლება; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ფინანსური მონაცემების გადამოწმება; ** სხვადასხვა ვერსიის ხარჯთაღრიცხვების შედარება და შესაძლო შეუსაბამობების გამოვლენა; ** დამკვეთთან, პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორებთან და ინჟინრებთან პროფესიული კომუნიკაცია; ** სამუშაოს შეთანხმებულ ვადებში, მაღალი სიზუსტით შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ** მაგისტრის ხარისხი სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურულ ან შესაბამის მონათესავე მიმართულებაში; ** მონოლითური, არქიტექტურული და საინჟინრო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება; ** როგორც რესურსული, ისე კრებსითი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების დამოუკიდებლად შედგენის უნარი; ** სამშენებლო ნახაზების, პროექტების, სპეციფიკაციებისა და უწყისების თავისუფლად წაკითხვის უნარი; ** სამუშაოთა მოცულობების ზუსტად დათვლისა და გადამოწმების გამოცდილება; ** სამშენებლო მასალების, სამუშაო პროცესების, ტექნოლოგიური თანმიმდევრობისა და რესურსების კარგი ცოდნა; ** სამშენებლო ბაზრის ფასებისა და შესაბამისი ტექნიკური ნორმების ცოდნა; ** პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების, ზედნადები ხარჯებისა და სხვა ფინანსური კომპონენტების სწორად გაანგარიშების უნარი; ** Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Microsoft Excel-ისა და Word-ის, მაღალ დონეზე ცოდნა; ** Excel-ში ფორმულებთან, მონაცემთა ცხრილებთან და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებასთან მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ძლიერი ანალიტიკური და მათემატიკური უნარები; ** დროის ეფექტიანად მართვისა და შეთანხმებული ვადების დაცვის უნარი; ** დისტანციურად და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: დისტანციური/ონლაინ; ** თანამშრომლობის ტიპი: პროექტზე დაფუძნებული; ** ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროექტის მოცულობის, სირთულისა და შესრულების ვადის შესაბამისად. აპლიკაციის წარდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს: CV სამი მოცულობითი, კანდიდატის მიერ შესრულებული ხარჯთაღრიცხვის მაგალითი Excel-ის ან PDF-ის ფორმატში: ** მონოლითური სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა; ** არქიტექტურული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა; ** საინჟინრო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. კონფიდენციალური ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია ნიმუშებში დამკვეთისა და პროექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დაფაროს. CV და შესრულებული სამუშაოების მაგალითები გამოგზავნეთ მისამართზე: contact@costp.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "ხარჯთაღმრიცხველი" არასრულად წარმოდგენილი აპლიკაცია ან სხვა სათაურით გამოგზავნილი წერილი არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →