გაყიდვების მენეჯერი
Remember
"Getex Holding" არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წარმატებულ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში, მათ შორის Remember, American Vintage, Harmont & Blaine, Funky Buddha და Capitan Candy.
ამ ეტაპზე "Remember"-ის გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების შედეგების ზრდაზე, გუნდის განვითარებასა და მაღაზიის კომერციული ეფექტიანობის მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვებისა და კომერციული მაჩვენებლების კონტროლი და ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი;
** გუნდის მართვა, მოტივაცია და განვითარება;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** მარაგებისა და პროდუქციის გაყიდვადობის მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების მოძიება;
** აქციებისა და კომერციული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;
** შედეგების შესახებ ანგარიშგება.
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი გაყიდვების და კომუნიკაციის უნარები;
** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** Excel-ის კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** 3, 500 GEL NET ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ბონუსს გაყიდვების შედეგების მიხედვით;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: 1ketevanzubiashvili@gmail.com.