კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
არქი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ჰოუმ დიზაინ გალერი" - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
"ჰოუმ დიზაინ გალერი"-ში ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** კორპორაციული კლიენტების მოძიება და შოურუმის ბრენდების გაცნობა, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივად მიწოდება/განახლება, შეკვეთების გენერირება;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია და კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციური დამკვეთის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების ხელშეწყობა;
** კატალოგების, მასალების, ნიმუშებისა და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება პარტნიორებისათვის;
** ფასების, შეთავაზებებისა და კომერციული პირობების შეთანხმება;
** გაყიდვების პროცესის მართვა შეკვეთიდან მიწოდებამდე;
** პოტენციური კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და ბაზრის ანალიზი;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პარტნიორებთან;
** შოურუმში შემოსული შეკვეთების (როგორც კორპორაციული, ისე საცალო გაყიდვების) მიღება, გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალების მხარდაჭერა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.