Product Categorization Specialist
Dressup Group · თბილისი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს პროდუქტის კატეგორიზების სპეციალისტს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი - დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით მონაცემთა შეგროვება და დამუშავება;პროდუქტის კატეგორიზაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;მონაცემების ხარისხის მონიტორინგი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;შემოსული ტვირთების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა;დამუშავებული ფაილების ატვირთვა ERP სისტემაში;პროდუქტის მართვის გუნდისთვის დამუშავებული ფაილების მიწოდება;აქტიური თანამშრომლობა ბრენდ მენეჯერებთან და პროდუქტის მართვის გუნდთან;Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
შენგან კი დაგვჭირდება:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა ;ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;პრობლემების გადაჭრის უნარი;დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); ანალიზის უნარი;შედეგზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; მოქნილობა და ოპერატიულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!