თანამშრომელი ფოლადსადნობ კომპლექსში
რუსთავის ფოლადი · რუსთავი
რუსთავის ფოლადი იწვევს თანამშრომლებს ფოლადსადნობ კომპლექსში სამუშაოდ საწარმოო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საწარმოო ოპერაციების შესასრულებლად, დანადგარების ექსპლუატაციისა და მომსახურებისთვის.
განვიხილავთ როგორც სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს, ასევე პროფილური გამოცდილების არმქონე პირებს, რომლებიც მზად არიან გაიარონ სწავლება და დაეუფლონ მოთხოვნად საწარმოო პროფესიას.
სამუშაოს კონკრეტული მიმართულება და შრომითი ფუნქციები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების, ასევე საწარმოს მიმდინარე საწარმოო საჭიროებების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge, contact@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: +995 577 177 900.