← ყველა ვაკანსია

ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი / Junior/Middle

თიბისი · თბილისი

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი (Junior/Middle) ადგილმდებარეობა: სათაო / ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება მოქმედების ვადა: 12/09/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა პოზიციის შესახებ ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსს, რომელიც ჩაერთვება ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის, წვდომების კონტროლის, რისკების მართვის, უსაფრთხოების შეფასების და შესაბამისობის მართვის პროცესებში. პოზიცია განკუთვნილია როგორც Junior, ასევე Middle level კანდიდატებისთვის. პასუხისმგებლობის მასშტაბი და დამოუკიდებლობის დონე განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისად. ძირითადი პასუხისმგებლობები ბიზნეს და ტექნოლოგიურ პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ჩართულობა და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრაინფორმაციული სისტემების, პროცესებისა და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების უსაფრთხოების შეფასებაში მონაწილეობაინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, დოკუმენტირება და მათი შემცირების ღონისძიებების მონიტორინგიუსაფრთხოების კონტროლების ეფექტიანობის პერიოდული შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამონაკლისებისა პროცესის მართვაში მონაწილეობაწვდომების მართვისა და სხვა უსაფრთხოების კონტროლების მონიტორინგის და შეფასების პროცესებში მონაწილეობაშეღწევადობის ტესტირების, სისუსტეების შეფასების და სხვა უსაფრთხოების შეფასებების პროცესებში მონაწილეობა და გამოვლენილი საკითხების გამოსწორების მონიტორინგიინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებთან, სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობის შეფასებაშიდა და გარე აუდიტებთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციასა და მოთხოვნების შესრულებაში მონაწილეობაინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობაინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პროცესში საჭიროების შესაბამისად ჩართულობა კვალიფიკაცია განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოების, კომპიუტერული მეცნიერებების, საინჟინრო ან სხვა შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება ან ძლიერი ტექნიკური ცოდნა შესაძლებელია განხილულ იქნეს ფორმალური განათლების ალტერნატივად.ენები: ინგლისური ენა - ძალიან კარგი (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია) გამოცდილება: Junior კანდიდატისთვის: ინფორმაციული უსაფრთხოების ან/და ტექნოლოგიური მიმართულებების საწყის დონეზე ცოდნაუპირატესობად ჩაითვლება სტაჟირება, პერსონალური პროექტები, სასწავლო კურსები, CTF-ებში მონაწილეობა ან სხვა პრაქტიკული გამოცდილება. Middle level კანდიდატისთვის: ინფორმაციული უსაფრთხოების, IT რისკის, IT აუდიტის, IT ინფრასტრუქტურის, software development-ის ან სხვა მსგავს მიმართულებაში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებაინფორმაციული უსაფრთხოების რისკების, კონტროლების ან უსაფრთხოების შეფასების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად პროფესიული ცოდნა: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს: ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის Confidentiality, Integrity და Availabilityინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი არქიტექტურული კომპონენტების ცოდნა - ქსელები, ოპერაციული სისტემები, სერვერები, მონაცემთა ბაზები, ვებ და მობილური აპლიკაციები, Cloud ინფრასტრუქტურა/პლატფორმები/სერვისებიინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი კონტროლებისა და ტექნოლოგიების დანიშნულების ცოდნა, მათ შორის:Identity & Access ManagementPrivileged Access ManagementEndpoint Security / EDRSIEM & Security MonitoringData Loss PreventionVulnerability ManagementNetwork SecurityApplication Securityინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და ჩარჩოების ცოდნა, მაგალითად ISO/IEC 27001, NIST Cybersecurity Framework, PCI DSS, COBIT ჩაითვლება უპირატესობადინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასების ძირითადი მიდგომების ცოდნატექნიკური დოკუმენტაციის, სტანდარტებისა და სხვა პროფესიული რესურსების დამოუკიდებლად მოძიებისა და გაანალიზების უნარი პიროვნული და პროფესიული უნარები: ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებაინფორმაციის სწრაფად გააზრების, სტრუქტურირებისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარიპრობლემის დამოუკიდებლად შესწავლისა და შესაძლო გადაწყვეტების მოძიების უნარიინიციატიურობა და სწავლის მაღალი მოტივაციადეტალებზე ორიენტირებულობარამდენიმე პარალელური ამოცანისა და პრიორიტეტის ეფექტიანად მართვის უნარიპასუხისმგებლობის აღებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარიტექნიკურ და არატექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობის უნარი.AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/Bsvm დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის გაგზავნა →