დასუფთავების მენეჯერი
სუფთა სამყარო · თბილისი
„სუფთა სამყარო“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ ადამიანების მართვის გამოცდილება, გიყვართ ორგანიზებული სამუშაო პროცესი და გსურთ მართოთ ერთ-ერთი მსხვილი კორპორატიული ობიექტის დასუფთავების მომსახურება, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
„სუფთა სამყარო“ უკვე 20 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს დასუფთავების სრულ სერვისს. ჩვენთვის მომსახურების მაღალი ხარისხი, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია.
ძირითადი მოვალეობებიდაქვემდებარებულ ობიექტზე დასუფთავების მომსახურების ხარისხის კონტროლი;თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს შეფასება;კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;ობიექტების საჭირო ინვენტარითა და მასალებით უზრუნველყოფის კოორდინაცია;მომსახურების მიწოდების კონტროლი კომპანიის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებაში მონაწილეობა;კომპანიის შიდა რეგულაციებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიმენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი;პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
ეს პოზიცია მოგცემთ შესაძლებლობას მართოთ ერთ-ერთი მსხვილი კორპორატიული ობიექტის დასუფთავების პროცესი, კიდევ უფრო გაიღრმაოთ ოპერაციული მართვის გამოცდილება და უხელმძღვანელოთ მრავალრიცხოვან გუნდს პროფესიონალურ გარემოში.
ჩვენ გთავაზობთდასაქმებას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პროფესიონალურ დასუფთავების კომპანიაში;სწავლებისა და ადაპტაციის პერიოდში მენტორის მხარდაჭერას;პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობებისამუშაო ადგილი: თბილისი, გაგარინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, დღეგამოშვებით, თვეში არაუმეტეს 160 სამუშაო საათიაანაზღაურება: 1500 ლარიგამოსაცდელი ვადა: 6 თვეუშუალო ხელმძღვანელი: პროექტის მენეჯერი
განაცხადის წარდგენადაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე: https://cleanworld.selfrecruit.ge/s/whjNQ