ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
Telecom 1 · ქუთაისი
მდებარეობა: ქუთაისიტელეკომ 1 წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისებს.ტელეკომ 1 აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. თანამშრომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელის გამართულ ფუნქციონირებაში მონაწილეობა, ახალი სერვისების მონტაჟი და აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
ძირითადი ფუნქციებიაბონენტებთან ადგილზე ვიზიტი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში;ახალი აბონენტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მონტაჟი და კონფიგურაცია;ქსელური დაზიანებების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;ტექნიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აღრიცხვა.
ანაზღაურებახელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა — შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით თანამშრომელს აქვს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.
სამუშაო გრაფიკიორშაბათი – პარასკევი: 10:00–19:00;შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;კვირა: დასვენების დღე.
ბენეფიტები და განვითარების შესაძლებლობებიშედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;ტექნიკური სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;კორპორატიული მობილური კავშირი და სასაუბრო პაკეტი;კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისებით სპეციალური პირობებით სარგებლობა;სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და აღჭურვილობა;სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;სასურველია მართვის მოწმობის C კატეგორიის ფლობა.
განაცხადის წარდგენადაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@telecom1.geწერილის სათაურში მიუთითეთ: „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი“.