← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

დავლაინ ავტოიმპორტი · თბილისი

დავლაინ ავტოიმპორტი ეძებს შედეგზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვაზე, გაყიდვების პროცესის მართვასა და კომპანიის გაყიდვების ზრდაზე. ძირითადი მოვალეობები: შემოსული ლიდების დამუშავება და კვალიფიკაცია;ახალი საცალო კლიენტებისა და დილერების მოძიება და მოზიდვა;კლიენტებთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა;ავტოაუქციონებზე ავტომობილების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა;გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან;CRM სისტემაში ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვა;Follow-up პროცესისა და გაყიდვების Pipeline-ის მართვა;კონკურენტების ანალიზი და გაყიდვების გაუმჯობესების იდეების შეთავაზება;გასვლით ღონისძიებებსა და შეხვედრებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება;კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების გამოცდილება;B2B და B2C გაყიდვების პრინციპების ცოდნა;ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვის დახურვის უნარი;CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ავტომობილების საბაზისო ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;რუსული ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: შედეგზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი დონე;აქტიური მოსმენისა და კლიენტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების უნარი;დროის ეფექტური მართვა;სწრაფი სწავლა და ადაპტაციის უნარი;ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ფიქსირებულ ანაზღაურებას + მაღალი ბონუსის სისტემას;შემოსავლის ზრდის რეალურ შესაძლებლობას შედეგების მიხედვით;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;თანამედროვე CRM სისტემასთან და გაყიდვების ინსტრუმენტებთან მუშაობას;მზარდ და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, შესრულებული შედეგებისა და KPI-ის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: dovelineshippinggeorgia@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →