← ყველა ვაკანსია

უმცროსი ელექტრო ინჟინერი

სეკე პარკი · თბილისი

უმცროსი ელექტო ინჟინერი: კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში. სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა); ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9. ანაზღაურება: 1000-1800 (გამოცდილების მიხედვით) ფუნქცია-მოვალეობები: ● ელექტროობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება; ● არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა; ● გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით; ● ელექტროობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება; ● ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია; ● შესრულებული პროექტის რევიზია; ● ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; ● კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ● საინჟინრო პროგრამა AUTOCAD-ის ცოდნა; ● ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა; ● განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით; ● სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; უნარები და თვისებები: ● დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. ● სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. ● დროის ეფექტურად მართვის უნარი. ● სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული. ● სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი. ● მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ● სამედიცინო დაზღვევა ● პროფესიული განვითარება ● სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება ● ჯანსაღი სამუშაო გარემო ● მზარდი ანაზღაურება დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →