← ყველა ვაკანსია

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დამხმარე

ას ჯორჯია · თბილისი

შპს "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სამუშაო განაკვეთი: სრულიანაზღაურება: 1200-1400 ლარი (NET) პოზიციის ზოგადი პროფილიგანიხილება პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული კანდიდატი, რომელიც დაეხმარება უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების პროცესების მართვასა და კონტროლში. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას, ოპერატიულობას და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად მართვის უნარს. ფუნქცია - მოვალეობები:მცველების მუშაობის მონიტორინგი და დისციპლინის კონტროლი;ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;ტერიტორიის ზედამხედველობა და რისკების კონტროლი;ობიექტზე შესვლა-გასვლის პროცესის კონტროლი;სამშენებლო მასალების ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი;ინციდენტების დაფიქსირება და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება;საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება. საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;დროის მართვის უნარი და ოპერატიულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებიMS Office-ის ცოდნა;სასურველია რუსული ენის ცოდნა. კომპანიის შეთავაზებასტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა;პროფესიონალური და დინამიური სამუშაო გარემო;განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 სექტემბერი, 2026

განაცხადის გაგზავნა →