ბანკომატის კასეტების სარემონტო სამუშაოების ტექნიკოსი
ბს/2 ჯორჯია · თბილისი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბანკომატის კასეტების სარემონტო სამუშაოების ტექნიკოსის პოზიციაზე."ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური „დიდუბიდან“)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
პოზიციის ძირითადი ფუნქციებია:
ბანკომატის კასეტების ხარვეზების დიაგნოსტიკა და მექანიკური შეკეთება.პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრზნობა;პუნქტუალურობა;ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;Fit pass ბარათს;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების ნორმირებულზე მაღალი ტარიფით დაანგარიშებას;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/51zOucue
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.