ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების Product Owner
PayBox · თბილისი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების Product Owner-ის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია, კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვისა და მხარდაჭერის მენეჯმენტი.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;
რას გააკეთებ:
უზრუნველყოფ კომპანიის ელექტრონული პროდუქტების (PayBox-ების პროგრამული უზრუნველყოფა) მხარდაჭერასა და მართვას;უზრუნველყოფ კომპანიის ელექტრონული პროდუქტებისა და არსებული ბაზრის მუდმივი მონიტორინგს;უზრუნველყოფ ელექტრონული პროდუქტების გამართულად მუშაობას; ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურთან და სხვა შესაბამის რგოლებთან მუდივი ურთიერთობაში პროდუქტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად;მუდმივად ჩაერთვები ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში;მართავ ელექტრონულ პროდუქტებთან დაკავშირებულ პროექტებს;აწარმოებ პროდუქტებთან დაკავშირებული რეპორტინგს და უზრუნველყოფ მონაცემების მუდმიმვ ანალიზს;
მნიშვნელოვანია / სასურველია გქონდეს:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან აიტის მიმართულებით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;აიტი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
ორგანიზებულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;მართვის უნარი;მოტივირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება - 1200ლარი;ჯანმრთელობის დაზღვევას;Fitpass;სხვადასხვა შიდა აქტივობები: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/by75FXNc
თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი, გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.