პრემიალური მომსახურების ბანკირი
ბაზისბანკი · თბილისი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ბაზისბანკი ეძებს პრემიალური მომსახურების ბანკირს თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:პრემიალური სეგმენტის კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო/არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება;პრემიალური კლიენტების მიმდინარე პრობლემების ოპტიმალური მოგვარება;პრემიალური კლიენტების საოპერაციო/საკრედიტო მომსახურება;საკრედიტო/სადეპოზიტო პორთფელზე მუშაობა დაწესებული გეგმის შესაბამისად.
მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.