← ყველა ვაკანსია

Consultant (Part time)

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმი.თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს: შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას;კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 250 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერს; მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 700-900 ლარი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (09:40-13:40სთ ან 18:00-22:00სთ);დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე.სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი". აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენი მოვალეობა იქნება: მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;პროდუქციის გაყიდვა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →