← ყველა ვაკანსია

IT მხარდამჭერი

სასტუმრო Castello Mare · ქობულეთი

სასტუმრო Castello Mare აცხადებს ვაკანსიას IT მხარდამჭერის / IT Support პოზიციაზე. ხელფასი 1200-1500 ლარი ქობულეთი, ციხისძირი კასტელო მარე ძირითადი მოვალეობები სასტუმროს თანამშრომლებისთვის ყოველდღიური IT ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერების, სკანერებისა და სხვა საოფისე ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და პრობლემების აღმოფხვრა;Windows ოპერაციული სისტემების, Microsoft Office / Microsoft 365-ისა და სხვა სამუშაო პროგრამების მხარდაჭერა;მომხმარებლის ანგარიშების, პაროლების, წვდომებისა და სამუშაო სადგურების მართვა;სასტუმროს PMS სისტემის (Opera / Fidelio ან ანალოგი) პირველადი ტექნიკური მხარდაჭერა;POS სისტემების, რესტორნისა და ბარის სამუშაო სადგურების, პრინტერებისა და შესაბამისი მოწყობილობების მხარდაჭერა;სასტუმროს შიდა LAN/Wi-Fi ქსელის მუშაობის მონიტორინგი და პირველადი დიაგნოსტიკა;Access Point-ების, Switch-ების, Router-ებისა და სხვა ქსელური მოწყობილობების მდგომარეობის კონტროლი;Guest Wi-Fi-სა და თანამშრომლების ქსელთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;IP ტელეფონიისა და სასტუმროს შიდა სატელეფონო სისტემის მხარდაჭერა;სასტუმროს ნომრებში არსებული Smart/Hospitality TV და IPTV სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;ქსელური და ადგილობრივი პრინტერების, მათ შორის Front Office, Back Office და F&B პრინტერების მხარდაჭერა;Front Office, Housekeeping, F&B, Finance, Sales და სხვა დეპარტამენტების IT საკითხებზე ოპერატიული დახმარება;სასტუმროს შეხვედრებისა და ღონისძიებების დროს აუდიო/ვიდეო, პროექტორის, ეკრანის, ინტერნეტისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;IT ინციდენტების რეგისტრაცია, პრიორიტეტიზაცია და დროული მოგვარება;რთული ტექნიკური პრობლემების შესაბამის მომწოდებელთან ან მაღალი დონის IT სპეციალისტთან ესკალაცია;სერვერების, ქსელური მოწყობილობებისა და კრიტიკული IT სისტემების მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;სისტემების Backup-ისა და მონიტორინგის სტატუსის შემოწმება შესაბამისი პროცედურების მიხედვით;ანტივირუსული დაცვისა და IT უსაფრთხოების საბაზისო მოთხოვნების შესრულების კონტროლი;ახალი თანამშრომლებისთვის კომპიუტერის, ელფოსტის, მომხმარებლის ანგარიშისა და საჭირო პროგრამების მომზადება;თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამის სისტემებზე წვდომების გაუქმებაში მონაწილეობა;IT მოწყობილობების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა — კომპიუტერები, მონიტორები, ტელეფონები, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები და სხვა ტექნიკა;სათადარიგო მოწყობილობების, კაბელების, აქსესუარებისა და IT მასალების მარაგის კონტროლი;ტექნიკური დოკუმენტაციის, მოწყობილობების სიებისა და შესრულებული სამუშაოების განახლება;სასტუმროს IT სტანდარტებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა;საჭიროების შემთხვევაში IT სისტემების გაუმჯობესებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობა;კრიტიკული IT შეფერხებების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და სასტუმროს ოპერაციების აღდგენის ხელშეწყობა;ცვლაში ან On-Call რეჟიმში მუშაობა საჭიროების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@castellomare.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599205403

განაცხადის გაგზავნა →