ტალანტების მოზიდვის მენეჯერი
არქი · თბილისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ტალანტების მოზიდვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
კომპანიაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისი თანამშრომლების შერჩევა დროულად და ეფექტიანად;თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა და უზრუნველყოფა:ვაკანსიების იდენტიფიცირება;ვაკანსიის განაცხადის მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება და განთავსება;როგორც შემოსული აპლიკაციებით, ასევე სხვა არხებით, რელევანტური აპლიკანტების მოძიება/შერჩევა;გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება;გასაუბრებების და ტესტირების ორგანიზება;უკუკავშირის უზრუნველყოფა ნებისმიერი აპლიკანტისათვის;შერჩეული კანდიდატებისათვის შეთავაზების დოკუმენტის მომზადება;პირადი საქმისათვის დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;აპლიკანტების ბაზების უზრუნველყოფა და პერიოდული რეპორტინგი.ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესის მართვაში ჩართულობა;ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება შერჩევის მიმართულებით;ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;ინგლისური ენის ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.