მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
არქი · თბილისი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
მომხმარებელთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა;მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა შეტყობინებების მიღება და დროული რეაგირება, ასევე საჭიროებისამებრ შეხვედრების ორგანიზება;მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ;მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება;მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და მათი დროული და ეფექტური გადაჭრის მონიტორინგი;მომხმარებელთა ინფორმაციის მონაცემთა ბაზასა და CRM სისტემაში დროული ასახვა და განახლება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან/და დამთავრებელი კურსის სტუდენტი;სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;თანამშრომლებისათვის უფასო სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას;კომპანიის დაფინასებით ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
სამუშაო დრო: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ). საერთო ყოველთვიური ანაზღაურება, ბონუსის ჩათვლით, საშუალოდ 1800–2000 ლარს შეადგენს.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.