მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი
არქი · თბილისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა.მობინადრეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება, შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება.მობინადრეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ;მობინადრეებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი და დროული რეაგირება;მობინადრეთა შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;სამეზობლოს ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების მართვა;საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების კოორდინირება და ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა;მოვლა-პატრონობის სერვისებთან დაკავშირებული გადახდების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და მობინადრეებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;პორტფელში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.