მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერი
არქი · თბილისი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქიში“ ვეძებთ მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება; მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორისათვის, მხარეებს შორის შეთანხმება და საბოლოო დასტურის მიღება მობინადრისგან;სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;განაცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის პროგრამაში;დახარვეზებულ განცხადებებზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა;მომხმარებლის ბანკზე გადასვლის პროცესის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.phpდაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.