Regional Director
Dressup Group · ბათუმი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონული დირექტორის პოზიციაზე ქ. ბათუმის ოფისში:
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით; სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
ჯანსაღი სამუშაო გარემო;კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება; კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
რეგიონში ბიზნესის მოკლე და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა არსებული ბიზნეს გარემოს, ბაზრის სპეციფიკის და რეგიონის პოტენციალისა და კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად;რეგიონალური ცენტრის გუნდისა და მაღაზიათა ქსელის მთლიანი გუნდის მართვა და მხარდაჭერა დასახული მიზნების განხორციელებაში;რეგიონში არსებული სიახლეების, ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის რეგულარული ანალიზი და განხილვა კომპანიის მენეჯმენტთან;ბიზნეს გეგმის განხორციელების კოორდინაცია და სამუშაო პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა;მაღაზიის მენეჯერების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მათი ადგილზე სწავლებით, მხარდაჭერით და ქოუჩინგით;სათავო ოფისიდან მიღებული ინფორმაციის, კომპანიაში არსებული სიახლეებისა და ცვლილებების დროული გაზიარება გუნდთან;სისტემატიური ვიზიტები მაღაზიებსა და კომპანიის სათავო ოფისში;აქტიური თანამშრომლობა კომერციულ, საოპერაციო და მარკეტინგის დეპარტამენტებთან სხვადასხვა ბიზნეს პროექტების ან მიმდინარე საკითხების გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;საცალო გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება Fashion retail სფეროში მუშაობის გამოცდილებას;ლიდერული უნარები: დიდი გუნდის მოტივირება და მართვა, ცვლილებების მართვა და სხვადასხვა ორგანიზაციული ინიციატივების განხორციელება;ძლიერი ვერბალური და წერითი საკომუნიკაციო უნარები, მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა მხარეებთან;სტრატეგიული აზროვნება და ძლიერი ანალიტიკური უნარები;კომპლექსური გამოწვევების გადაჭრის უნარის ქონა;რელოკაციის მიმართ მოქნილობა, ძირითადი სამუშაო ადგილი - ბათუმის ოფისი, რეგულარული ვიზიტები ზუგდიდის მაღაზიასა და თბილისის ოფისში; აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!