Store warehouse worker
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში; ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი", მაღაზია - „აუთლეთი“.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
კონკურენტული ანაზღაურება;კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; ჯანსაღი სამუშაო გარემო;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება. ფუნქციები და მოვალეობები:
მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება, დარბაზში გამოსატანი მოდელების განცალკევება;პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის გადალაგება;ონლაინ მაღაზიისთვის პროდუქციის მომზადება;ვიზუალ მერჩენდაიზერის მაღაზიაში ყოფნის დროს შეტანილი პროდუქციის მოწესრიგება;როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;ყოველ დილით პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქციის ზომების მოძიების პროცესში მაღაზიის თანამშრომლების დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი დონე; მოქნილობა და ოპერატიულობა;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებას!