← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კოორდინატორი

VGCC

"VGCC" - კენჭოვანი საფარი - არის ბრიტანული მოსაპირკეთებელი მასალის იმპორტიორი კომპანია საქართველოში. გუნდში ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების კოორდინატორს, რომელიც გაუძღვება პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სრულ პროცესს. ძირითადი მოვალეობები: ** შემოსულ ზარებზე, სოციალურ ქსელებსა და ელ. ფოსტაზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია ** პროდუქციის, ფასებისა და მომსახურების პირობების დეტალურად ახსნა ** საწყობში პროდუქციის ნაშთების შემოწმება ** თითოეული ლიდისა და გაყიდვის CRM სისტემაში აღრიცხვა და მართვა ** მომხმარებელთან ტექნიკური ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა და კოორდინაცია ** ვიზიტის შემდეგ ინვოისის/პრეზენტაციის მომზადება ** მომხმარებელთან მოლაპარაკება და გაყიდვის დახურვა ** გაყიდვის შემდეგ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია ** CRM-ის საშუალებით დაუსრულებელი გაყიდვების კონტროლი და შემდგომი კომუნიკაცია/Follow-up პოზიცია არ გულისხმობს ახალი მომხმარებლების მოძიებას - კომპანია თავად უზრუნველყოფს შემომავალ ლიდებს. მოთხოვნები: ** ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები ** მომხმარებლების დახმარებისა და პრობლემების მოგვარების უნარი ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ** სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@vgcc.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →