← ყველა ვაკანსია

კონტენტ მენეჯერი

სარეკლამო სააგენტო სთეფი

ვეძებთ სტრატეგიულად მოაზროვნე კონტენტ მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ბრენდების კონტენტ-სტრატეგიების შემუშავებას, ქოფირაითინგსა და შემოქმედებითი პროცესების მართვას. მდებარეობა: თბილისი, საბურთალო (ადგილზე, არ არის დისტანციური) სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიებისთვის კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და კალენდრის დაგეგმვა; ** მაღალხარისხიანი, კრეატიული ქოფების (ტექსტების) დაწერა გაწერილი დედლაინების დაცვით; ** ვიდეოგრაფებთან და დიზაინერებთან ერთად ახალი იდეების გენერირება და განხორციელება; ** სოციალური მედიის ფორმატების (Reels, TikTok, Shorts) ალგორითმების ანალიზი და კონტენტის ადაპტირება; ** კრეატიული სთორიტელინგი და ვიდეო/ფოტო სცენარების დამოუკიდებლად მომზადება; ** ბრენდის ტონალობის (Brand Voice) და სამიზნე აუდიტორიის ზუსტი გათავისება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქოფირაითინგისა და კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია სააგენტოში); ** გამართული წერისა და რედაქტირების ძლიერი უნარები (ქართულ ენაზე); ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა); ** ციფრულ მარკეტინგში განვითარებისა და სწავლის სურვილი; ** დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი. განაცხადის მიღება: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და ნაწერი ტექსტების/პორტფოლიოს ნიმუშები ელ-მისამართზე: info@stepads.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "კონტენტ მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →