← ყველა ვაკანსია

ვიდეოგრაფი

სარეკლამო სააგენტო სთეფი

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ციფრული მარკეტინგის სააგენტო "სთეფის" გუნდს ვიდეოგრაფის პოზიციაზე, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნა (Video, Reels, Stories, გრაფიკული ვიდეოები და სხვა); ** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის სრული პროცესის მართვა; ** კამერასთან და თანამედროვე გადამღებ ტექნიკასთან მუშაობა; ** ვიდეოების შექმნის პროცესში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე არსებული პროგრამების ეფექტურად გამოყენება; ** გუნდთან ერთად კონტენტის იდეების გენერირებასა და მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** დაკისრებული დავალებების განსაზღვრულ ვადებში (Deadline) ხარისხიანად შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** სტუდიური და გარე განათების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** დრონის მართვის უნარი (შესაბამისი ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ციფრულ მარკეტინგში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა; ** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00-დან 19:00-მდე); ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (პოზიცია არ არის დისტანციური); ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. როგორ მოგვმართოთ: თუ თვლით, რომ თქვენი უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: info@stepads.ge მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვიდეოგრაფი". გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →