← ყველა ვაკანსია

Technician - Ozurgeti

LTD BS/2 Georgia · ოზურგეთი

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.  ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More ლოკაცია: ოზურგეთი, ლანჩხუთი ან ჩოხატაური.ანაზღაურება: 1300-2000 ლარი (ხელზე ასაღები). ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაციატექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლებამოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვამოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმებაATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვაEFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის ქონა;ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ: კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →