← ყველა ვაკანსია

Consultant

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. "დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“. Orchestra - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია ქმნის ოჯახზე მორგებულ გარემოს და აერთიანებს ბავშვების მოდას, ორსულების ტანსაცმელსა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს ხარისხიან არჩევანს 0-14 წლამდე ბავშვებისთვის - როგორც საბაზისო საჭიროებებს, ასევე თანამედროვე ტრენდულ პროდუქციას.20 მილიონზე მეტი მომხმარებლის ნდობით, Orchestra აგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მშობლისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მნიშვნელოვან ცხოვრების გზაზე.თუ ხარ მოტივირებული, გიყვარს ბავშვებთან და ოჯახებთან კომუნიკაცია და მზად ხარ იზრუნო მაღალხარისხიან მომსახურებაზე - შემოუერთდი ჩვენს გუნდს! შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;კორპორატიულ ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერს; ჯანსაღი სამუშაო გარემოს;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემას;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300-1500 ლარი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება, 09:40-18:40 ან 13:00-22:00);დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" (ა. თვალჭრელიძის #2). ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;პროდუქციის გაყიდვა. შენგან კი დაგვჭირდება: ბავშვთა, ორსულთა და ახალბედა დედებისთვის განკუთვნილი პროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;კომუნიკაბელურობა;გუნდური მუშაობის უნარი;მომხმარებელზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →