← ყველა ვაკანსია

კონტენტ კრეატორი

სარეკლამო სააგენტო სთეფი

სარეკლამო სააგენტო "სთეფი" აფართოებს შემოქმედებით გუნდს და ეძებს გამოცდილ კონტენტ კრეატორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მაღალხარისხიანი მობილური კონტენტის შექმნაზე. ძირითადი მოთხოვნები: ** კონტენტის შექმნის, გადაღებისა და მონტაჟის სრული ციკლის მართვა. ** განათების, ტექნიკური აღჭურვილობისა და აუდიო ჩაწერის პროფესიონალურ დონეზე ფლობა. ** სოციალური მედიის ფორმატების (Reels, TikTok, Shorts) და მათი ალგორითმების სიღრმისეული ცოდნა. ** კრეატიული სთორიტელინგი და სცენარების დამოუკიდებლად მომზადების უნარი. ** პარტნიორი კომპანიების სამიზნე აუდიტორიის, ბრენდ-ვოისისა და მიზნების გათავისება. ** აქტუალური ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ადაპტირება. ** დროის მენეჯმენტი. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი: 10:00-დან 19:00-მდე ** არ არის დისტანციური. ** ხელფასი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე: info@stepads.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →