← ყველა ვაკანსია

შეფ-კონდიტერი

კაფე სისი

ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც გემო, ხარისხი და ვიზუალური ესთეტიკა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ვეძებთ შეფ-კონდიტერს, რომელიც უხელმძღვანელებს საკონდიტრო მიმართულებას და იზრუნებს მაღალი ხარისხის დესერტებისა და ცომეულის შექმნაზე, პროდუქციის სტაბილურობაზე, ვიზუალურ მხარესა და სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებაზე. მოვალეობები: ** დესერტებისა და ცომეულის მომზადებისა და წარმოების პროცესის ორგანიზება ** რეცეპტურის შემუშავება, დახვეწა და სტანდარტიზაცია ** პროდუქციის გემოსა და ხარისხის სტაბილურობის უზრუნველყოფა ** ვიტრინისთვის ვიზუალურად მიმზიდველი და თანამედროვე დესერტების შექმნა ** ახალი დესერტებისა და საკონდიტრო პროდუქტების განვითარება ** ნედლეულის შერჩევა, სწორად გამოყენება და ხარჯვის კონტროლი ** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი ** საკონდიტრო გუნდის სამუშაო პროცესის ორგანიზება და დავალებების გადანაწილება ** პროდუქციის თვითღირებულებისა და დანაკარგების კონტროლი ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების უზრუნველყოფა მოთხოვნები: ** შეფ-კონდიტერად ან კონდიტერად მუშაობის გამოცდილება ** საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და წარმოების პროცესების კარგი ცოდნა ** კრეატიულობა და ახალი იდეების შექმნის უნარი ** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი ესთეტიკური გრძნობა ** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა ** გუნდის მართვისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი ** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა ** თანამედროვე საკონდიტრო მიმართულებებისა და ტექნიკების ცოდნა/ინტერესის ქონა ჩვენ გთავაზობთ: ** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს ** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს ** სტაბილურ თანამშრომლობას ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** საკუთარი რეცეპტებისა და იდეების რეალიზების შესაძლებლობას ** საკონდიტრო მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობას ლოკაცია: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2 გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: sisitiflisi@gmail.com და სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

განაცხადის გაგზავნა →