← ყველა ვაკანსია

ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი

PepsiCo

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ** ხარჯების ანალიზის წარმართვა, დანადგარებისა და მოწყობილობების პარეტოს ანალიზის შექმნა ** ტექნიკური ხარჯების შემცირების უზრუნველყოფა, ხარისხის შენარჩუნების გზით. ** ინჟინერ-მექანიკოსების გუნდის ეფექტური მართვა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების მომსახურებაზე ** სათანადო დოკუმენტ-ბრუნვის წარმართვა სათადარიგო ნაწილების ჩამოწერისთვის, დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება ** წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების შეფერხების მიზეზების ანალიზის ჩატარება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ** პასუხისმგებელია დაქვემდებარებული პერსონალის განვითარებასა და ტექნიკური თანამშრომლების (ოპერატორები, ინჟინრები) პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლებაზე. კანდიდატის პროფილი: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით ** 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური, ენერგეტიკული მიმართულებით კვების მრეწველობაში ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში ** პრაქტიკული გამოცდილება აღჭურვილობის დამონტაჟებაში ან ექსპლუატაციაში და კვების მრეწველობის ძირითადი პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. ** სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა ენერგეტიკის, მეტროლოგიის, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. ** MS Office-ის ცოდნა; AutoCad, 1C სასურველია ** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2 დონეზე ** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები ** პროექტების მართვის უნარი ** ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა ** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი (ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი) ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი) თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 20 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნა →