← ყველა ვაკანსია

ავტომექანიკოსი

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ავტომექანიკოსის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ავტოტრანსპორტის ტექნიკური წუნის გამოვლენა; ** სატრანსპორტო საშუალების კომპლექსური შეკეთების განხორციელება; ** მარშრუტებზე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** ავტოპარკის ტერიტორიაზე პარკინგის მოწესრიგება; ** ხელმძღვანელობის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართვაზე. კანდიდატის პროფილი: ** განათლება - საშუალო ტექნიკური; ** პრაქტიკული გამოცდილება ა/მანქანის ტექნიკურ შეკეთება-მომსახურებაში; ** მართვის მოწმობა - C კატეგორია; ** პასუხისმგებლობიანი; ** კომუნიკაბელური. რას გთავაზობთ? ** საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა; ** კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება; ** სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე; ** კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები; ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი); ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა. თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 20 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნა →