← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ოლპრინტჯი

სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" უკვე მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ მომსახურებას - უმაღლეს ხარისხით. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგი სამუშაო პირობებით: მოვალეობები: ** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან. ** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა. ** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება შეკვეთილ პროდუქციაზე. ** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინის, ხარისხის შემოწმების მიზნით. ** პროექტის დათქმულ ვადებში უხარვეზოდ შესრულებისათვის, ყველა საჭირო რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, სრული სიზუსტით ინფორმაციის გადაცემა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით. ** საერთო ანგარიშის მომზადება, წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული სამუშაოს ირგვლივ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავსნ სფეროში მუშაობის გამოცდილება. ** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან მარკეტინგის მიმართულებით სასურველია. ** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი. ** საოფისე პროგრამების ფლობა. სამუშაო პირობები: ** დასაქმების ადგილი: დიდი ლილო ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას) ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ** ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისაგან ვაკანსიით დაინტერესების მსურველებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr.allprint@gmail.com არაუგვიანეს 2026 24 სექტემბრისა. გაცნობებთ რომ კომპანია "ოლპრინტჯი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.

განაცხადის გაგზავნა →