E-commerce Brand Manager
Dressup Group · თბილისი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ.კომერციის ბრენდ მენეჯერს.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
ონლაინ ექსკლუზივის ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;Dressup.ge-ისთვის ბრენდების/პროდუქტის შეკვეთების გაკეთება;უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;პროდუქციის ჩამოტანის პროცესის მონიტორინგი ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად;ბრენდების მიხედვით სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;საფასო პოლიტიკის შემუშავება (ფასწარმოქმნა, სპეც. ფასი, დამატებითი ფასდაკლება);ონლაინ მაღაზიის აქციების ორგანიზებასა და შემდეგ შედეგების ანალიზში ჩართულობა;მიმდინარე გეგმის შესრულების მონიტორინგი, პროცესის ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავებაში ჩართულობა;გაყიდვების გაზრდის მიმართულებით ინიციატივების დაფიქსირება;KPI ინდიკატორების ზრდაზე მუშაობა Dressup.ge-ის ოპერაციულ გუნდთან ერთად;გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად აქტიური ჩართულობა;Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;ანალიტიკური აზროვნება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!