← ყველა ვაკანსია

Merchandising Analyst

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში:  შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: გაყიდვების მონაცემების, საბაზრო ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის სიღრმისეული ანალიზი;გამოუყენებელი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სტრატეგიების გაუმჯობესება;პროდუქციის გაყიდვებისა და მოთხოვნის პროგნოზირება;მარაგების მართვა (მარაგის დონეების ოპტიმიზირება და ბრუნვის გაუმჯობესება, გადაჭარბებული მარაგის პრევენცია და მინიმიზირება, რეალიზაციის კონტროლი);ბრენდ მენეჯერების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევისა და ანალიზისთვის;საფასო სტრატეგიების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;რეგულარული ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისა და ბრენდ პარტნიორებისთვის;KPI მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება. შენგან კი დაგვჭირდება: მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;უპირატესობად ჩაითვლება, მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოების (მაგ. SQL, Python) ცოდნა;MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას! 

განაცხადის გაგზავნა →