← ყველა ვაკანსია

ფრონტ ოფისის მენეჯერის რეზერვი

გრატუს აპარტჰოტელ თბილისი

თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის რეზერვის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: ილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - 2/2 (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება) ანაზღაურება - 1500 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაწერა ** ჯავშნების მართვა (Booking.com, Airbnb, პირდაპირი ჯავშნები) ** სატელეფონო ზარებზე, ელ.ფოსტასა და შეტყობინებებზე დროული პასუხი ** ინფორმაციის მიწოდება სასტუმროსა და ქალაქის შესახებ ** სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა ** დამლაგებელ და ტექნიკურ პერსონალთან თანამშრომლობა ** გადახდებთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად) ** ადმინისტრატორის ან სტუმრებთან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ** კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის მზაობა ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: T.VEPKHVADZE@GRATUS.GE გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატები განიხილებიან მხოლოდ წარმოდგენილი რეზიუმეს საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დაცვა: თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

განაცხადის გაგზავნა →